Friday, January 18, 2013

ილია ჭავჭავაძე

ილია ჭავჭავაძე
საქართველოს სულიერი და პრაქტიკულ-საზოგადოებრივი ცხოვრების
წარმმართველი იყო მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში. ილია ჭავჭავაძის სახელი
მოაზროვნე საქართველოს სახელს უტოლდება. ბუნებრივია, ილია ჭავჭავაძის პიროვნებაზე, მის მოღვაწეობასა და სულიერ
მემკვიდრეობაზე დიდძალი ლიტერატურა შეიქმნა მონოგრაფიების, ცალკეული
ნარკვევების, სტატიების, წერილებისა და ესეების სახით. გარდა საკუთრივ ილია
ჭავჭავაძის შესახებ შექმნილი ნაშრომებისა, ილიას შემდეგ პრაქტიკულად არ
არსებობს წიგნი, ნარკვევი, რომელიც მე-19 საუკუნის ქართულ მწერლობას,
საზოგადოებრივ აზროვნებას თუ საერთოდ ქართულ ცხოვრებას ეხებოდეს და
მასში ილია ჭავჭავაძის მონუმენტურ ფიგურასთან, მის ღვაწლთან რაიმე ასპექტით
მიმართება არ იყოს დამყარებული. გასათვალისწინებელია ისიც, რომ სწორედ მეოცე საუკუნეში გაიშალა ფართოდ
ილიას ღვაწლის, მისი შემოუსაზღვრელი მემკვიდრეობის მეცნიერული შესწავლა.
მეოცე საუკუნეში, მოყოლებული 1937 წლიდან, რამდენიმე გზის აღინიშნა ილიას
გრანდიოზუ-ლი იუბილე, რომელთა დროსაც ინტენსიურად ქვეყნდებოდა ილიას
თხზულებათა კრებულები, თუ ცალკეული ნაწარმოებები, აურაცხელი
მეცნიერულ-კრიტიკული თუ პუბლიცისტურ-ესეისტური ლიტერატურა

ტექსტის წყარო


No comments:

Post a Comment